დამხმარე ბუღალტერი

დამხმარე ბუღალტერი

თბილისი

სრული განაკვეთი

“ILARIA” არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია “ILARIA” ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან ბუღალტერს პარტნიორი ჰოლდინგური კომპანიისთვის. პოზიცია შესაფერისია კანდიდატისთვის, რომელსაც აქვს საბუღალტრო სფეროში გამოცდილება და სურს პროფესიული განვითარება მრავალპროფილურ გარემოში. 

პოზიცია: დამხმარე ბუღალტერი

სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

სამუშაო საათები: 09:30 – 18:00

ანაზღაურება: 2 000 – 2500 ლარი (Net)

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

საბუღალტრო აღრიცხვა და ოპერაციები:

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა;

  • საბანკო ოპერაციების და გადახდების ასახვა სისტემაში;

  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლის მხარდაჭერა;

  • ანგარიშების და ნაშთების სიზუსტის მონიტორინგში მონაწილეობა;

  • ტრანზაქციების აღრიცხვა შიდა პოლიტიკისა და მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;

  • საბუღალტრო პროგრამაში და RS.GE-ზე შესაბამისი ოპერაციების წარმოება. 

ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისობა:

  • ბუღალტრული რეპორტების მომზადება;

  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში ჩართულობა;

  • მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის მხარდაჭერა;

  • აუდიტთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა.

ანალიტიკა და კონტროლი:

  • ბუღალტრული მონაცემების ანალიზში მხარდაჭერა;

  • შიდა კონტროლის პროცესებში ჩართულობა;

  • ფინანსური პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების მხარდაჭერა;

  • ფულადი ნაკადების მონიტორინგში მონაწილეობა.  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება და გამოცდილება

  • განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;

  • საბუღალტრო საქმიანობაში 2 წლიანი  პრაქტიკული გამოცდილება;

  • სასურველია ჰოლდინგურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;

  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა. 

პროფესიული უნარები

  • ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • დროის მართვისა და სხვადასხვა დავალებაზე ეფექტურად მუშაობის უნარი;

  • Excel-ის და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: “დამხმარე ბუღალტერი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @