Full-Stack დეველოპერი

Full-Stack დეველოპერი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა. 

კომპანია "ILARIA" ეძებს "Full-Stack დეველოპერს", რომელიც ჩაერთვება კომპანიის პროგრამული სისტემების განვითარებასა და მხარდაჭერაში. პოზიცია მოიცავს როგორც Backend, ასევე Frontend მიმართულებით მუშაობას, ახალი ფუნქციონალის შექმნას, არსებული სისტემების გაუმჯობესებასა და ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტას. 

პოზიცია: "Full-Stack დეველოპერი"

სამუშაო ფორმატი: სრული, on-site 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • REST API-ების განვითარება და მხარდაჭერა Python / Django ტექნოლოგიების გამოყენებით; 

  • ვებ-ინტერფეისის შემუშავება React-ისა და TypeScript-ის გამოყენებით; 

  • PostgreSQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და მოთხოვნების ოპტიმიზაცია; 

  • გარე სისტემებთან ინტეგრაციების განხორციელება და XML მონაცემების დამუშავება; 

  • Docker-ის გამოყენებით აპლიკაციების კონტეინერიზაცია და გაშვება; 

  • პროგრამული შეცდომების (Bugs) აღმოჩენა და გამოსწორება; 
    Git-ის გამოყენებით კოდის მართვა და გუნდურ პროექტებში მონაწილეობა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები: 

  • Python და Django Framework-ის პრაქტიკული ცოდნა; 

  • React-ისა და TypeScript-ის გამოყენებით მუშაობის გამოცდილება; 

  • PostgreSQL / SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; 

  • REST API-ების შექმნისა და ინტეგრაციების გამოცდილება; 

  • Docker-ის გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება; 

  • XML მონაცემების დამუშავების ცოდნა; 

  • Git-ის ცოდნა და გუნდურ გარემოში მუშაობის გამოცდილება; 

  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი. 

დამატებითი უპირატესობები: 

  • Celery-ისა და Redis-ის გამოყენების გამოცდილება; 

  • მრავალროლიანი წვდომის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; 

  • საბაჟო, ლოჯისტიკის ან ფინტექ სფეროში მუშაობის გამოცდილება. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Full-Stack დეველოპერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @