თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს "Full-Stack დეველოპერს", რომელიც ჩაერთვება კომპანიის პროგრამული სისტემების განვითარებასა და მხარდაჭერაში. პოზიცია მოიცავს როგორც Backend, ასევე Frontend მიმართულებით მუშაობას, ახალი ფუნქციონალის შექმნას, არსებული სისტემების გაუმჯობესებასა და ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტას.
პოზიცია: "Full-Stack დეველოპერი"
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
REST API-ების განვითარება და მხარდაჭერა Python / Django ტექნოლოგიების გამოყენებით;
ვებ-ინტერფეისის შემუშავება React-ისა და TypeScript-ის გამოყენებით;
PostgreSQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და მოთხოვნების ოპტიმიზაცია;
გარე სისტემებთან ინტეგრაციების განხორციელება და XML მონაცემების დამუშავება;
Docker-ის გამოყენებით აპლიკაციების კონტეინერიზაცია და გაშვება;
პროგრამული შეცდომების (Bugs) აღმოჩენა და გამოსწორება;
Git-ის გამოყენებით კოდის მართვა და გუნდურ პროექტებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
Python და Django Framework-ის პრაქტიკული ცოდნა;
React-ისა და TypeScript-ის გამოყენებით მუშაობის გამოცდილება;
PostgreSQL / SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
REST API-ების შექმნისა და ინტეგრაციების გამოცდილება;
Docker-ის გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება;
XML მონაცემების დამუშავების ცოდნა;
Git-ის ცოდნა და გუნდურ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი უპირატესობები:
Celery-ისა და Redis-ის გამოყენების გამოცდილება;
მრავალროლიანი წვდომის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
საბაჟო, ლოჯისტიკის ან ფინტექ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Full-Stack დეველოპერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა