თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს "Helpdesk მხარდაჭერის სპეციალისტს" პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ტექნიკური საკითხების ეფექტურ მართვას, პრობლემების პირველადი დიაგნოსტიკასა და დროულ გადაწყვეტას.
პოზიცია: "Helpdesk მხარდაჭერის სპეციალისტი"
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მომხმარებლებისგან შემოსული საკითხებისა და პრობლემების მიღება, რეგისტრაცია და დაზუსტება;
მომხმარებლებთან კომუნიკაცია პრობლემის გადაჭრის სრულ პროცესში;
ტექნიკური საკითხების პირველადი დიაგნოსტიკა და ანალიზი;
ხშირი და სტანდარტული პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა პირველ დონეზე;
საჭიროების შემთხვევაში ტიკეტების შექმნა და საკითხების შესაბამის გუნდებზე ესკალაცია;
ტიკეტების სტატუსის მონიტორინგი და პროცესის კონტროლი საბოლოო გადაწყვეტამდე;
მომხმარებლებისთვის კონსულტაციისა და მხარდაჭერის გაწევა სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
მომხმარებლებთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
ვებაპლიკაციების მუშაობის საბაზისო გაგება;
ბრაუზერის Developer Tools-ის გამოყენებით პირველადი დიაგნოსტიკის უნარი;
ტიკეტების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ან სწრაფად ათვისების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
პრობლემების ანალიზისა და ეფექტურად გადაჭრის უნარი.
დამატებითი უპირატესობები:
SQL-ის ან სისტემური ლოგების წაკითხვის საბაზისო ცოდნა;
თურქული ენის ცოდნა;
Helpdesk-ის, ტექნიკური მხარდაჭერის ან ვებპროდუქტების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “Helpdesk მხარდაჭერის სპეციალისტი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა