HR მენეჯერი

HR მენეჯერი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA- ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა. 

 კომპანია "ILARIA" ეძებს HR მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ელექტრონული კომერციის მიმართულებით მუშაობს და მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის პლატფორმას სთავაზობს.

პოზიცია: "HR მენეჯერი"

სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00

ანაზღაურება: 5000-7000 ლარი NET (გამოცდილების მიხედვით)

 პოზიციის აღწერა:

HR მენეჯერი პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის სრული ციკლის ეფექტურად წარმართვაზე, მათ შორის HR პროცესების დაგეგმვაზე, ადმინისტრირებაზე, სახელფასო პროცესების (Payroll) მხარდაჭერასა და შესრულების შეფასების სისტემის (KPI) მართვაზე. პოზიცია ასევე მოიცავს HR სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობას, პროცესების ოპტიმიზაციასა და თანამშრომლებთან ეფექტურ კომუნიკაციას. სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:  

  • HR პროცესების დაგეგმვა, განვითარება, ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში;

  • HR სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

  • ორგანიზაციული განვითარების, თანამშრომელთა ჩართულობისა და კულტურის განვითარების მხარდაჭერა;

  • თანამშრომელთა KPI-ებისა და შესრულების შეფასების სისტემის ადმინისტრირება და მონიტორინგი;

  • HR პროცესების ანალიზი და გაუმჯობესება, მათ შორის HR სისტემების ეფექტური გამოყენება;

  • რეკრუტინგისა და ადმინისტრირების სრული ციკლის მართვა;

  • თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;

  • საკადრო დოკუმენტაციისა და HR ადმინისტრაციის მართვა;

  • სამუშაო დროის, შვებულებებისა და სახელფასო პროცესების ადმინისტრირება;

  • შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;

  • მენეჯერების კონსულტირება HR საკითხებზე და შიდა კომუნიკაციის მხარდაჭერა;

  • HR ანგარიშგებისა და ანალიტიკის მომზადება;

  • თანამშრომელთა პრობლემური საკითხების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია HR, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);

  • არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება HR მენეჯერის, HR ჯენერალისტის ან მსგავს მენეჯერულ პოზიციებზე;

  • სახელფასო ადმინისტრირების პროცესებთან მუშაობის გამოცდილება;

  • საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;

  • MS Office პროგრამების კარგად ცოდნა;

  • ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;

  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებელად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: “HR მენეჯერი“.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 

​​

გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @