იურისტი

იურისტი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" ეძებს იურისტს კრიპტო, ფინტექ ან ფინანსურ სექტორში გამოცდილებით. 

პოზიცია: იურისტი
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ანაზღაურება: 4 000 – 6 000 ლარი, კვალიფიკაციის მიხედვით
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

პოზიციის მიზანი:
კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უსაფრთხოების, რეგულაციებთან სრული შესაბამისობისა და ბიზნეს პროცესების ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კრიპტო და ფინტექ სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

სამართლებრივი უზრუნველყოფა და შესაბამისობა:

  • კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან (Crypto / FinTech / Payments);

  • მარეგულირებელ ორგანოებთან კომუნიკაცია და სამართლებრივი მოთხოვნების ანალიზი;

  • AML/CFT, KYC და მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან შესაბამისობის მხარდაჭერა;

  • შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება/განახლება.

კონტრაქტების მართვა:

  • სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების მომზადება (შრომითი, მომსახურება), ანალიზი და სამართლებრივი რისკების შეფასება (მერჩანტები, პარტნიორები, ტექნოლოგიური პროვაიდერები და სხვ.);

  • საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლებრივი შეფასება;

  • NDA, Terms & Conditions, Privacy Policy და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება.

სამართლებრივი რისკების მართვა:

  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიკაცია და პრევენცია;

  • ახალი პროდუქტების/ფუნქციების სამართლებრივი შეფასება მათი ბაზარზე დანერგვამდე;

  • მენეჯმენტისთვის სამართლებრივი დასკვნების და რეკომენდაციების მომზადება.

დავების მართვა და წარმომადგენლობა:

  • კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში;

  • პრეტენზიებისა და დავების სამართლებრივი მხარდაჭერა.

შიდა გუნდებთან თანამშრომლობა:

  • პროდუქტის განვითარების, შესაბამისობის, ფინანსურ და ოპერაციულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;

  • სამართლებრივი საკითხების დროული იდენტიფიკაცია ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვისას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;

  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აუცილებელია Gaming / FinTech / Crypto / Payments სექტორში;

  • აუცილებელია კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა;

  • საბანკო და საგადახდო სისტემების მარეგულირებელი ჩარჩოს ცოდნა;

  • ხელშეკრულებების სამართალში პრაქტიკული გამოცდილება;

  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (წერითი და ზეპირი), რუსული ჩაითვლება უპირატესობად;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და რისკების შეფასების უნარი;

  • ინიციატიურობა დავით სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი. 

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “იურისტი (crypto, fintech)”. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @