თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს "QA ინჟინერს / ტესტერს" პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამული სისტემების ხარისხის კონტროლს, ახალი ფუნქციონალის ტესტირებასა და ხარვეზების დროულ იდენტიფიცირებას.
პოზიცია: "QA ინჟინერი / ტესტერი"
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ახალი ფუნქციონალისა და განხორციელებული ცვლილებების მანუალური ტესტირება;
სატესტო სცენარებისა და ჩეკლისტების მომზადება და განახლება;
რეგრესიული ტესტირების ჩატარება სისტემის რელიზებამდე;
REST API-ების ტესტირება და შედეგების გადამოწმება;
სხვადასხვა მომხმარებლის როლისა და წვდომის უფლებების შემოწმება;
აღმოჩენილი ხარვეზების აღწერა, დოკუმენტირება და მათი გამოსწორების ვერიფიკაცია;
დეველოპერებთან თანამშრომლობა პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
ფუნქციური და რეგრესიული ტესტირების მეთოდების ცოდნა;
REST API-ების ტესტირების პრაქტიკული გამოცდილება;
SQL-ის საბაზისო ცოდნა;
ხარვეზების მკაფიოდ და სტრუქტურირებულად აღწერის უნარი;
ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი უპირატესობები:
ავტომატური ტესტირების გამოცდილება;
Bug-tracking სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
საბაჟო, ლოჯისტიკის ან ფინანსურ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “QA ინჟინერი / ტესტერი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა