ადგილობრივი ლოჯისტიკის მენეჯერი

ადგილობრივი ლოჯისტიკის მენეჯერი

თბილისი

სრული განაკვეთი

ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

ILARIA პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს “ადგილობრივი ლოჯისტიკის მენეჯერს”.

პოზიცია: "ადგილობრივი ლოჯისტიკის მენეჯერი"

სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

სამუშაო საათები: 09:30 – 18:00

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ლოჯისტიკური ოპერაციების მართვა, ადგილობრივად შესყიდული საქონლის ეფექტური და დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად;

  • მომწოდებლის მიერ საქონლის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის და სისრულის უზრუნველყოფა: საქონლის აღწერა, ღირებულების გადამოწმება შესყიდვების ERP სისტემაში, მიწოდების პირობის და შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით მიწოდების დაგეგმვა;

  • დამკვეთებისთვის და შესყიდვების დეპარტამენტისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;

  • შიდა გადაზიდვის ტენდერების გამოცხადება, ფასთა გამოკითხვის ჩატარება;

  • საქონლის ადგილმდებარეობის პერიოდული მონიტორინგი დანიშნულების ადგილზე მისვლამდე;

  • ლოჯისტიკური ხარჯების შემცირების მიზნით მუდმივად მუშაობა გადაზიდვის კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის შესაძლებლობაზე;

  • ERP სისტემაში მუშაობა, მონაცემთა დროული შეყვანა და განახლება, შიდა პროცედურების და შეკვეთების შესაბამისად;

  • სხვა ბიზნეს სეგმენტებთან პროფესიული მოვალეობების კვეთა: შესყიდვების სამსახურთან, მომწოდებელთან, გადამზიდავთან, საბაჟო ბროკერთან და სხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ლოჯისტიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;

  • ადგილობრივი ლოჯისტიკის ან ტრანსპორტირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;

  • ადგილობრივი გადაზიდვების ორგანიზებისა და ლოჯისტიკური პროცესების მართვის გამოცდილება;

  • შესყიდვების, მომწოდებლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება;

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

  • სატენდერო პროცედურებისა და ფასთა გამოკითხვის პროცესის ცოდნა;

  • სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

  • Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;

  • ლოჯისტიკური ხარჯების ანალიზისა და ოპტიმიზაციის უნარი;

  • მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ბმულზე: ILARIA. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადგილობრივი ლოჯისტიკის მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @