თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს „აღმასრულებელ დირექტორს” პარტნიორი კომპანიისთვის.
პოზიცია: "აღმასრულებელი დირექტორი"
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00
ანაზღაურება: 7000 – 8000 ლარი (net)
სფერო: სარემონტო მასალების საცალო და კორპორატიული ვაჭრობა
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ვეძებთ სტრატეგიული ხედვის, ძლიერი ლიდერული უნარებისა და ბიზნესის განვითარების გამოცდილების მქონე აღმასრულებელ დირექტორს (CEO), რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ეფექტიან მართვას, გაყიდვების ზრდას, ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებასა და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სტრატეგიული მართვა და ბიზნესის განვითარება
კომპანიის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა და განხორციელება;
ბიზნესის განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და დანერგვა;
კომპანიის ფინანსური და ოპერაციული შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობა;
ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი;
კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი.
ოპერაციული მართვა
კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანი მართვა;
ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ზრდა;
შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების დანერგვა და კონტროლი;
რესურსების ეფექტიანი მართვა და ოპტიმალური განაწილება.
გუნდების მართვა და ლიდერობა
მენეჯერული გუნდის ხელმძღვანელობა და განვითარება;
გუნდში სამუშაო დისციპლინის, შინაგანაწესის, სუბორდინაციისა და შიდა რეგულაციების დაცვა;
თანამშრომელთა მოტივაციისა და შედეგზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბება;
სხვადასხვა დეპარტამენტის კოორდინაცია საერთო ბიზნეს მიზნების მისაღწევად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ბიზნესის მართვისა და განვითარების პრაქტიკული გამოცდილება;
ფინანსური და კომერციული მაჩვენებლების ანალიზის უნარი;
ძლიერი ლიდერული, მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “აღმასრულებელი დირექტორი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა