ბიზნეს ანალიტიკოსი

ბიზნეს ანალიტიკოსი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს „ბიზნესს ანალიტიკოსს” პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს iGaming ინდუსტრიაში.

პოზიცია: "ბიზნეს ანალიტიკოსი"

სამუშაო ფორმატი: ადგილზე (ოფისიდან) / ჰიბრიდული

მდებარეობა: თბილისი, ნინოშვილის ქუჩა

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი

ხელფასი: 3500-5000$ Net

ვაკანსიების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • თანამშრომლობა პროდუქტის მენეჯერთან (Product Manager): პროდუქტის მიმართ წაყენებული მოთხოვნების განსაზღვრა, პრიორიტეტიზაცია და დახვეწა - იდეის ჩასახვიდან მის საბოლოო იმპლემენტაციამდე;

  • დეტალური ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება: დეველოპერებისთვის გამზადებული დოკუმენტაციის შექმნა, რაც მოიცავს: მომხმარებლის ისტორიებს (User Stories); მიღების კრიტერიუმებს (Acceptance Criteria); მონაცემთა ნაკადების (Data Flows) სქემებს;

  • ექსტრემალური/არასტანდარტული შემთხვევების (Edge Cases) გაწერას; API კონტრაქტების განსაზღვრას;

  • ტექნიკურ არქიტექტურაში სიღრმისეული ჩართულობა: სისტემების აგებულების პრინციპების გააზრება და შესაბამისი, კრიტიკული კითხვების დასმა კოდის პირველი ხაზის დაწერამდე;

  • ბიზნესსა და საინჟინრო გუნდს შორის მთავარი რგოლის როლის შესრულება: ბიზნესსტრატეგიის ტრანსფორმაცია კონკრეტულ, შესასრულებელ დავალებებად (ხიდი ბიზნესსა და IT-ის შორის);

  • სპეციფიკური ნაკადების ასახვა და დოკუმენტირება: მომხმარებლის გზის (Player Journeys), გადახდის ნაკადების, ბონუსების მექანიკისა და CRM ტრიგერების გაწერა - აფრიკული ბაზრის მოთხოვნებისა და თავისებურებების გათვალისწინებით;

  • რისკებისა და ხარვეზების პროაქტიული იდენტიფიცირება: შემოთავაზებულ გადაწყვეტილებებში ხარვეზების, შეუსაბამობებისა და ფარგლებს გარეთ დარჩენილი რისკების (Scope Risks) აღმოჩენა მანამ, სანამ ისინი სპრინტის ბლოკერებად (შეფერხებებად) იქცევიან;

  • აჯაილ (Agile) პროცესებში აქტიური მონაწილეობა: სპრინტის დაგეგმვაში (Sprint Planning), ბექლოგის დახვეწასა (Backlog Refinement) და რელიზის შემდგომ მიმოხილვებში (Post-Release Reviews) ჩართულობა, მოთხოვნების შესრულების კონტროლი და მიღებული გამოცდილების (Learnings) აღრიცხვა.

გამოცდილება, განათლება და უნარები:

  • ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე(Business Analyst) მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება. სასურველია ტექნოლოგიურ პროდუქტებზე მომუშავე კომპანიაში (iGaming, ფინტექი ან საგადახდო სისტემების მიმართულება ჩაითვლება დიდ უპირატესობად);

  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება: დეტალური, ამომწურავი და მკაფიო სპეციფიკაციების შექმნის გამოცდილება. მათ შორის: მომხმარებლის ისტორიების (User Stories), მიღების კრიტერიუმების (Acceptance Criteria), პროცესების ნაკადებისა (Process Flows) და API კონტრაქტების გაწერა;

  • არქიტექტურული პრინციპებისა და ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა, როგორიცაა: REST API-ები, მონაცემთა ბაზები, Event-driven სისტემები და მესამე მხარის (Third-party) ინტეგრაციები;

  • საინჟინრო გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია;

  • კომპლექსური პროცესების მართვა: ბიზნეს პროცესების სრული ციკლის (End-to-end) ასახვის გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: საგადახდო ნაკადები, KYC (მომხმარებლის იდენტიფიკაციის) პროცესები, ბონუსების მექანიკა ან CRM ავტომატიზაცია;

  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;

  • ინგლისური ენის ფლობა (C1/C2 დონეზე). რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ბიზნეს ანალიტიკოსი “.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას!

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @