თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.
კომპანია "ILARIA" ეძებს „ბიზნეს განვითარების მენეჯერს” პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს iGaming ინდუსტრიაში.
პოზიცია: "ბიზნეს განვითარების მენეჯერი"
სამუშაო ფორმატი: ადგილზე (ოფისიდან) / ჰიბრიდული
მდებარეობა: თბილისი, ნინოშვილის ქუჩა
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი
ხელფასი: 3500-5000$ Net
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პარტნიორული ურთიერთობების მართვა და განვითარების პროცესების კოორდინირება აფრიკის მასშტაბით: გადახდის სერვისის პროვაიდერებთან (PSP), მობილური ფულის ოპერატორებთან (M-Pesa, MTN MoMo, Airtel Money), მედია პარტნიორებსა და აგენტების ქსელებთან;
კომერციულ პირობებზე მოლაპარაკებების წარმართვა და ისეთი კონტრაქტების გაფორმება, რომლებიც უზრუნველყოფს იუნიტ-ეკონომიკის (Unit Economics) მდგრადობასა და მომგებიანობა;
გარიგების სრული ციკლის მართვა: პარტნიორებისა და ინვესტიციების მოძიება (Sourcing), პოტენციური პარტნიორების სიღრმისეული შემოწმება (Due Diligence), იურიდიული პროცესების კოორდინაცია, ინტეგრაციის ეტაპის მართვა და პოსტ-ინტეგრაციულ პერიოდში პარტნიორობის ეფექტურობის შეფასება;
პარტნიორული პორტფელის მართვა და განვითარების უზრუნველყოფა;
ფინანსურ, იურიდიულ, პროდუქტისა და შესაბამისობის (Compliance) გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეფერხებების ოპერატიულად აღმოფხვრა და პროცესების/ტრანზაქციების ეფექტურად დასრულება.
გამოცდილება, განათლება და უნარები:
ბიზნესის განვითარების (BizDev) ან პარტნიორობების მართვის მინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილება iGaming-ის, ფინტეკის (FinTech) ან საგადახდო სისტემების სფეროში; ასევე Tier-3 ბაზრებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
წარმატებით განხორციელებული პროექტების/გარიგებების დადასტურებული პორტფოლიო (Track Record) გაზომვადი მაჩვენებლებით: წვლილი მთლიან სათამაშო შემოსავალში (GGR), პარტნიორების ბრუნვის ზრდა და რეალიზებული კონტრაქტების რაოდენობა;
განვითარებული კომერციული ალღო - Term Sheet-ის ეტაპზევე ფინანსური საფრთხეების, პოტენციური დანაკარგებისა და ფარული რისკ-ფაქტორების ზუსტად შეფასების უნარი, უშუალოდ ხელშეკრულების ხელმოწერამდე;
აფრიკის რეგიონში ძლიერი პროფესიული ქსელის (Network) ფლობა და პარტნიორული კავშირების განვითარება: საგადახდო სერვისების პროვაიდერებთან (PSP), მობილური ფულის ოპერატორებთან (M-Pesa, MTN MoMo, Airtel Money) და აფილიატების (Affiliate Marketing) ეკოსისტემებთა;
რეგულირებად გარემოში მუშაობის გამოცდილება - ლიცენზირების პროცესების, KYC/AML მოთხოვნებისა და აფრიკის სხვადასხვა იურისდიქციაში ადგილობრივი რეგულაციების სიღრმისეული ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა; რუსული და ფრანგული ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
აფრიკის მასშტაბით ხშირი მივლინებებისა და საქმიანი მოგზაურობების მზაობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ბიზნეს განვითარების მენეჯერი“.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა