თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს „ბიზნესს მარკეტოლოგს” პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ელექტრონული კომერციის მიმართულებით მუშაობს და მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის პლათფორმას სთავაზობს.
პოზიცია: "ბიზნეს მარკეტოლოგი"
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00
ანაზღაურება: 6000 ნეტი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კონკრეტული ამოცანები:
KPI-ების მიღწევა: ქვეყნის მარკეტინგული KPI-ების შესრულება, ბაზრის მთავარი ექსპერტის პოზიციონირება და ყველა ადგილობრივი აქტივობის ინიცირება;
მთავარი მაჩვენებლები (KPIs): GMV-ის ზრდა, MAU, ბრენდის ცნობადობისა და ლოიალობის გაზრდა ადგილობრივ ბაზარზე;
ბაზრის ექსპერტიზა: ადგილობრივი ბაზრის ყველა ასპექტის ღრმა ცოდნა და ამ ინფორმაციის ცენტრალურ გუნდამდე ეფექტიანად მიტანა;
სტრატეგია და ტაქტიკა: ყოველთვიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დასახული მიზნების შესრულება;
ლოკალური აქტივობები: ლოკალურად რელევანტური იდეების გენერირება, დასაბუთება და გაშვება;
სარეკლამო კამპანიები: სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და გაშვება;
კროს-ფუნქციური თანამშრომლობა: მჭიდრო თანამშრომლობა კომერციულ, PR, კრეატიულ, პროდუქტისა და GR გუნდებთან;
ანგარიშგება: ყოველთვიური რეპორტინგი ეფექტიანობაზე, პროგრესსა და სირთულეებზე, ასევე აქტივობების ვიდეო-ანგარიშების მომზადება;
ლოკალიზაცია: კრეატივებისა და ტექსტების თარგმნა, ადაპტაცია და ადგილობრივი კონტექსტის მორგება;
სამართლებრივი და შიდა შეთანხმება: ყველა სარეკლამო მასალის (ბანერები, პოსტები, კონკურსის პირობები) შეთანხმება ადგილობრივ იურისტებთან, კომერციულ და PR გუნდებთან;
კონტრაქტორების მართვა: ადგილობრივი კონტრაქტორების (სააგენტოები, ფოტოგრაფები) მოძიება და მათთან მუშაობა;
შეხვედრების ოქმები: პროდუქტის გუნდთან შეხვედრების შემდეგ გადაწყვეტილებების ოქმის წარმოება და შედეგების გაზიარება;
მონიტორინგი და ანალიტიკა;
ბაზრის მონიტორინგი: სოციალური ქსელების, მედიისა და კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი და მოკლე ანგარიშების გაგზავნა სამუშაო ჩატში (Telegram / Band);
კამპანიების ანალიზი: გაშვებული კამპანიების ეფექტიანობის ყოველთვიური ანალიზი (მონაცემების შეგროვება სარეკლამო ანგარიშებიდან და SMM პლატფორმებიდან).
ღონისძიებები და პროექტები:
ივენთების ორგანიზება: ლოკაციების მოძიება, ორგანიზატორებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმება, ივენთ-მენეჯერის დახმარება ადგილზე;
ინფლუენსერ-მარკეტინგი: ადგილობრივი ბლოგერების სიის შედგენა, პირველადი მოლაპარაკებები და ყოველთვიური ბრიფინგი;
SMM მხარდაჭერა: ლოკალური კონტენტ-გეგმის მიწოდება (ადგილობრივი დღესასწაულები, აქტუალური თემები), კომენტარების მონიტორინგი და პრობლემური საკითხების ესკალაცია;
სპეციალური პროექტები: სპეცპროექტების მართვა ბრიფიდან რეალიზაციამდე (კონტრაქტორების მოძიება, კომერციული წინადადებების მომზადება და ა.შ.).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
მარკეტინგის სფეროში 3+ წლიანი გამოცდილება, სასურველია Brand/Country/Trade Marketing-ის მიმართულებით;
მარკეტინგული სტრატეგიებისა და კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
ადგილობრივი ბაზრის, მომხმარებლის ქცევისა და კონკურენტული გარემოს კარგი ცოდნა;
მარკეტინგული KPI-ების ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება;
ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის არხების ცოდნა;
პროექტების, ღონისძიებებისა და გარე პარტნიორების ეფექტურად მართვის გამოცდილება;
ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ორგანიზების უნარები;
აუცილებელია, რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
MS Office-ის, Google Analytics-ისა და Meta Ads Manager-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ბიზნესს მარკეტოლოგი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა