ბრენდ მენეჯერი

ბრენდ მენეჯერი

თბილისი

სრული განაკვეთი

ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია ILARIA “ბრენდ მენეჯერს” პარტნიორი კომპანიისთვის:

პოზიცია: "ბრენდ მენეჯერი"

სამუშაო ფორმატი: სრული, on-site

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ ბრენდ მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროდუქტის განვითარების პროცესის მართვაზე - ბიზნეს საჭიროებების იდენტიფიცირებიდან პროდუქტის დაგეგმვასა და დეველოპმენტ გუნდთან ყოველდღიურ თანამშრომლობამდე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქტის ხედვისა და განვითარების მიმართულების განსაზღვრა;

  • ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და პრიორიტეტიზაცია;

  • Product Backlog-ის მართვა და User Story-ების მომზადება;

  • დეველოპმენტ გუნდთან ყოველდღიური თანამშრომლობა;

  • პროდუქტის ფუნქციონალების დაგეგმვასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა;

  • მომხმარებლისა და ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინება;

  • პროდუქტის KPI-ების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;

  • ახალი ფუნქციონალების დაგეგმვასა და დანერგვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2–3 წლიანი გამოცდილება Product Owner / Product Manager პოზიციაზე;

  • FinTech, Payments, Banking ან ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;

  • Agile/Scrum მეთოდოლოგიების კარგი ცოდნა;

  • ბიზნეს და ტექნიკური მოთხოვნების ერთმანეთთან დაკავშირების უნარი;

  • ძლიერი ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები;

  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ბმულზე: ILARIA. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბრენდ მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @