თბილისი
სრული განაკვეთი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს “ბუღალტერს” პარტნიორი კომპანიისთვის.
პოზიცია: "ბუღალტერი"
სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ვეძებთ პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ ბუღალტერს, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება და სურს პროფესიული განვითარება სწრაფად მზარდ FinTech გარემოში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საბუღალტრო აღრიცხვა და ოპერაციების მართვა
პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება, შემოწმება და აღრიცხვა;
საბანკო ოპერაციების, გადახდებისა და ფინანსური ტრანზაქციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
ბუღალტრული ანგარიშებისა და ნაშთების სიზუსტის უზრუნველყოფა;
საბუღალტრო ოპერაციების წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა პროცედურების შესაბამისად;
საბუღალტრო პროგრამასა და RS.GE-ის პორტალზე შესაბამისი ოპერაციების განხორციელება.
ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება
პერიოდული ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშების მომზადება;
საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენის პროცესში მონაწილეობა;
საგადასახადო ვალდებულებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
ფინანსური და საგადასახადო მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა;
აუდიტის პროცესში საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება.
ფინანსური კონტროლი და ანალიტიკა
ფინანსური ოპერაციების სისწორისა და შესაბამისობის მონიტორინგი;
ფულადი ნაკადებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების კონტროლში მონაწილეობა;
ფინანსური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
შიდა კონტროლის მექანიზმებისა და ფინანსური პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება და პროფესიული გამოცდილება
უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
აუცილებელი მოთხოვნაა - ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება (საბანკო, საფინანსო, საგადახდო მომსახურების ან FinTech სფერო);
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
საბუღალტრო პროგრამებთან და RS.GE-თან მუშაობის გამოცდილება.
პროფესიული და პიროვნული უნარები
MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ბმულზე: ILARIA. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა