გრაფიკული დიზაინერი

გრაფიკული დიზაინერი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა. 

კომპანია "ILARIA" ეძებს “გრაფიკულ დიზაინერს” პარტნიორი კომპანიისთვის.

პოზიცია: "გრაფიკული დიზაინერი"

სამუშაო ფორმატი: სრული, on-site 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

კრეატიული და ვიზუალური კონცეფციების განვითარება 

  • კომპანიისთვის კრეატიული და ვიზუალური კონცეფციების შემუშავება; 

  • ბრენდის ვიზუალური იდენტობის განვითარება და მისი სტანდარტების დაცვა ყველა საკომუნიკაციო არხში; 

  • კამპანიების ვიზუალური მიმართულების დაგეგმვა და განხორციელება; 

  • საკუთარი იდეების ინიცირება და კრეატიული დიზაინ-გადაწყვეტილებების შეთავაზება. 

დიზაინის მასალების შექმნა:

  • ციფრული და ბეჭდური მასალების დიზაინის შექმნა; 

  • სოციალური მედიისთვის, სარეკლამო კამპანიებისთვის, ვებგვერდისა და სხვა საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალური მასალების მომზადება; 

  • სხვადასხვა ფორმატისა და საკომუნიკაციო არხისთვის ვიზუალური კონცეფციის ადაპტირება; 

  • ვებ დიზაინის მიმართულებით საბაზისო/ზედაპირული ცოდნის გამოყენება საჭიროების შესაბამისად. 

პროექტების მართვა და გუნდური თანამშრომლობა:

  • დიზაინის პროექტების დამოუკიდებლად მართვა - ბრიფის მიღებიდან საბოლოო ფაილის ჩაბარებამდე; 

  • სხვადასხვა დეპარტამენტთან, კრეატიულ გუნდთან, მარკეტინგის გუნდთან და კლიენტებთან ეფექტური თანამშრომლობა; 

  • ტექსტისა და ვიზუალური მასალის ერთიან საკომუნიკაციო კონცეფციად ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; 

  • რამდენიმე დიზაინ-პროექტზე პარალელურად მუშაობა და დადგენილი ვადების დაცვა. 

ხარისხის კონტროლი და დიზაინ-გადაწყვეტილებების წარდგენა:

  • დიზაინის ხარისხის კონტროლი და საბოლოო შედეგის ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; 

  • საჭიროების შემთხვევაში, პრეზენტაციების მომზადება; 

  • საკუთარი დიზაინ-გადაწყვეტილებებისა და ვიზუალური კონცეფციების არგუმენტირებულად წარდგენა. 

ტრენდებისა და ინდუსტრიის მონიტორინგი: 

  • მიმდინარე დიზაინის ტენდენციების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის სიახლეების მუდმივი მონიტორინგი; 

  • ახალი ვიზუალური მიდგომებისა და ინსტრუმენტების გაცნობა და მათ გამოყენებაზე მუშაობა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები: 

  • ძლიერი პორტფოლიო, რომელიც აჩვენებს როგორც კრეატიულ აზროვნებას, ისე სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობის გამოცდილებას; 

  • Adobe Creative Cloud-ის კარგი ცოდნა, განსაკუთრებით Photoshop-ის, Illustrator-ისა და InDesign-ის მიმართულებით; 

  • After Effects-ის, Figma-ს ან სხვა შესაბამისი ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად; 

  • ძლიერი კომპოზიციური და ტიპოგრაფიული უნარები; 

  • ფერისა და ვიზუალური იერარქიის კარგი აღქმა; 

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ვიზუალური სიზუსტე; 

  • ბრენდის კონცეფციის სხვადასხვა ფორმატსა და საკომუნიკაციო არხში თანმიმდევრულად გადატანის უნარი; 

  • კრეატიული და კონცეპტუალური აზროვნების უნარი; 

  • მიღებული დავალების შესრულებასთან ერთად საკუთარი იდეებისა და კრეატიული გადაწყვეტილებების ინიცირების უნარი; 

  • სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი; 

  • რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; 

  • დადგენილი ვადების დაცვა ხარისხის კომპრომისის გარეშე; 

  • ვებ დიზაინის მიმართულებით საბაზისო/ზედაპირული ცოდნა. 

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “გრაფიკული დიზაინერი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @