თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს „იურისტს“ პარტნიორი ჰოლდინგური კომპანიისთვის.
პოზიცია: "იურისტი"
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ანაზღაურება: 4 000 ₾ (net)
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიციის მიზანია კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უსაფრთხოების, შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისა და იურიდიული ბიზნეს პროცესების ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
შრომის სამართალი და შიდა რეგულაციები;
შრომის სამართლის მოთხოვნებთან კომპანიის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა;
შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის, პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება, განახლება და მართვა;
შრომის უსაფრთხოებისა და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია;
შრომით დავებში კომპანიის ინტერესების დაცვა და მართვა.
სამართლებრივი უზრუნველყოფა და შესაბამისობა:
კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
მარეგულირებელ და სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია, სამართლებრივი მოთხოვნების ანალიზი;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
კონტრაქტების მართვა:
სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადება, ანალიზი და სამართლებრივი რისკების შეფასება (პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და სხვ.);
NDA, Terms & Conditions, Privacy Policy და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება.
შიდა გუნდებთან თანამშრომლობა:
HR, ოპერაციულ და სხვა შიდა გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
მენეჯმენტისთვის სამართლებრივი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (წერითი და ზეპირი) - აუცილებელია;
მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
საქართველოს შრომის სამართლის/შრომის კოდექსის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა – აუცილებელია;
შრომითი ხელშეკრულებებისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტაციის მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება;
დეტალებზე ორიენტირებულობა და რისკების შეფასების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “იურისტი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა