კომერციული დირექტორი

კომერციული დირექტორი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" ეძებს “კომერციულ დირექტორს” პარტნიორი კომპანიისთვის.

პოზიცია: "კომერციული დირექტორი"

სამუშაო ფორმატი: სრული, On-site

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00

ანაზღაურება: 15 000 ლარი (NET)

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1


პოზიციის აღწერა:
კომერციული დირექტორი პასუხისმგებელია კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავებაზე, გაყიდვების მართვასა და შემოსავლების მდგრად ზრდაზე. პოზიცია მოიცავს E-commerce გაყიდვების არხების განვითარებას, ონლაინ შემოსავლების ზრდასა და მომხმარებლის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ კომერციულ მართვას. აღნიშნული როლი ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის ბაზარზე პოზიციის გამყარებისა და გრძელვადიანი ბიზნეს ზრდისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • E-commerce გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულების კონტროლი;

  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის;

  • გაყიდვების გუნდის მართვა, KPI-ების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;

  • საკვანძო კლიენტებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა და განვითარება;

  • გაყიდვების არხების განვითარება და ახალი ბაზრების ათვისება;

  • ფასების პოლიტიკის, კომერციული პირობებისა და შეთავაზებების განსაზღვრა;

  • კონტრაქტების, მოლაპარაკებებისა და ძირითადი კომერციული შეთანხმებების მართვა;

  • შემოსავლების ზრდისა და დამატებითი გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;

  • ანგარიშგების, ანალიტიკური რეპორტებისა და პროგნოზების მომზადება მენეჯმენტისთვის;

  • მარკეტინგისა და ლოჯისტიკის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა end-to-end E-commerce პროცესების გასამართად;

  • ფასების, აქციებისა და კომერციული შეთავაზებების დაგეგმვა E-commerce სპეციფიკის გათვალისწინებით;

  • მომხმარებლის შენარჩუნებისა და განმეორებითი გაყიდვების ზრდის სტრატეგიის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება ან შესაბამისი სფერო);

  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

  • არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება კომერციული დირექტორის, გაყიდვების დირექტორის ან მსგავს ხელმძღვანელ პოზიციაზე;

  • E-commerce, ონლაინ გაყიდვების ან ციფრული არხების მართვის გამოცდილება;

  • გაყიდვების გუნდის მართვისა და მოტივაციის გამოცდილება;

  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება (sales analytics, dashboards, KPI);

  • სტრატეგიული და ანალიტიკური ხედვა, ბიზნეს პროცესების სიღრმისეულად შეფასებისა და დაგეგმვის უნარით;

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების მაღალი კომპეტენცია სხვადასხვა დონეზე;

  • ონლაინ გაყიდვების პროცესების ეფექტურობის შეფასება და მომხმარებლის ციფრული ქცევის ანალიზი;

  • MS Office-ისა და CRM სისტემების ეფექტურად გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. აუცილებელია მიუთითოდ ვაკანსიის დასახელება - “კომერციული დირექტორი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.


გისურვებთ წარმატებას!

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @