თბილისი
სრული განაკვეთი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს „მარკეტინგის მენეჯერს” პარტნიორი კომპანიისთვის
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09:30 – 18:00
ანაზღაურება: 4000 - 5000 ლარი (net) + წლიური ბონუსი
სფერო: სარემონტო მასალების საცალო და კორპორატიული ვაჭრობა
ვეძებთ გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც სრულად აიღებს კომპანიის მარკეტინგული მიმართულების მართვის პასუხისმგებლობას - სტრატეგიის შემუშავებიდან და დაგეგმვიდან მის პრაქტიკულ განხორციელებამდე, გუნდის მართვასა და შედეგების შეფასებამდე.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და მისი ბიზნეს მიზნებთან დაკავშირება;
წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმების შექმნა, პრიორიტეტების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, განაწილება და ხარჯების ეფექტიანობის კონტროლი;
კომპანიის ბრენდის პოზიციონირების, კომუნიკაციის სტილისა და მარკეტინგული აქტივობების განვითარება;
სხვადასხვა პროდუქტისა და ბრენდისთვის შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიებისა და კამპანიების დაგეგმვა;
360° მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა: ციფრული, სოციალური მედია, გარე რეკლამა, POS მასალები, PR და სხვა შესაბამისი არხები;
სოციალური მედიისა და ციფრული არხების საერთო სტრატეგიის განსაზღვრა და შედეგების მართვა;
კონტენტის სტრატეგიის, კონტენტ-გეგმისა და კომუნიკაციის მიმართულებების განსაზღვრა;
სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
Meta Ads, Google Ads და სხვა ციფრული არხების ეფექტიანობის კონტროლი;
კამპანიების შედეგების, მომხმარებლის ქცევისა და გაყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი;
მარკეტინგული აქტივობების ROI/ROAS-ისა და ძირითადი KPI-ების განსაზღვრა და მონიტორინგი;
ბაზრის, მომხმარებლისა და კონკურენტების მუდმივი ანალიზი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მარკეტინგული აქტივობების გაუმჯობესება;
ახალი პროდუქტების, კოლექციებისა და შეთავაზებების ბაზარზე წარდგენის მარკეტინგული გეგმის შემუშავება;
გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგული აქტივობების გაყიდვებთან დასაკავშირებლად;
საცალო ფილიალებისა და კორპორატიული მიმართულებისთვის შესაბამისი მარკეტინგული მხარდაჭერის დაგეგმვა;
სეზონური, აქციური და კომერციული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
მარკეტინგული სააგენტოების, ფრილანსერებისა და სხვა გარე პარტნიორების შერჩევა, მართვა და შედეგების კონტროლი;
მარკეტინგის გუნდის მართვა, ამოცანების განაწილება, შესრულების მონიტორინგი და განვითარება;
გუნდის სამუშაო პროცესების სტრუქტურირება და მარკეტინგული პროექტების დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;
მარკეტინგული გუნდისა და სხვა დეპარტამენტების ეფექტიანი კოორდინაცია;
ხელმძღვანელობისთვის მარკეტინგული შედეგების, KPI-ების, ბიუჯეტისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიშგება;
ახალი მარკეტინგული შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მათი ბიზნეს ღირებულების შეფასება.
მოთხოვნები:
მინიმუმ 3 წლიან სამუშაო გამოცდილებას მარკეტინგის მიმართულებით, მენეჯერულ/lead პოზიციაზე;
სასურველია გამოცდილება სამშენებლო, სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების, საცალო ვაჭრობის ან მსგავს პროდუქტებთან დაკავშირებულ სფეროში;
მარკეტინგული სტრატეგიის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
კრეატიული აზროვნება და იდეების ბიზნეს შედეგებად გარდაქმნის უნარი;
მარკეტინგული გუნდის მართვის გამოცდილება;
მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
ციფრული მარკეტინგის ძირითადი არხებისა და ინსტრუმენტების კარგი ცოდნა;
Meta Ads Manager, Google Ads და Google Analytics პრაქტიკული ცოდნა;
მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
ბრენდის, პროდუქტისა და კომერციული მიზნების ერთმანეთთან დაკავშირების უნარი;
ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
პროექტების ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
ძლიერი ლიდერული და საკომუნიკაციო უნარები;
სააგენტოებთან, პარტნიორებთან და სხვადასხვა შიდა გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობის გამოცდილება;
კრეატიული აზროვნება და იდეების ბიზნეს შედეგებად გარდაქმნის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
ინგლისური ენის ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ბმულზე: ILARIA. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა