მოდის კონსულტანტი

მოდის კონსულტანტი

თბილისი

სრული განაკვეთი

"​​ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა. ​ 

​​კომპანია "ILARIA" ეძებს ”მოდის კონსულტანტს“ პარტნიორი კომპანია​​ "MAVA"-სთვის, რომელიც არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში​.​ 

პოზიცია: "მოდის კონსულტანტი"

ადგილმდებარეობა: თბილისი, გალერია თბილისი / თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე​

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე 

სამუშაო საათები: 10:00-19:00; 13:00-22:00 / 11:00-20:00; 1​2:00-21:00

ჯანმრთელობის დაზღვევა

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:​ 

  • ​​მაღაზიის პერსონალის მართვა;

  • ​ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; 

  • ​პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი; 

  • ​მიზნების მიღწევა გუნდის სწორი მართვითა და თანამშრომელთა განვითარებით. 

  • ​სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა; 

  • მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი; 

  • ​ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა; 

  • ​გაყიდვების ანალიზი და გაყიდვები ზრდის მექანიზმების დანერგვა; 

  • ​სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი; 

  • ​მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;  

  • ​მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა; 

  • ​სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას. 

​​გამოცდილება, განათლება და უნარები​:

  • პრემიუმ ბრენდები, საცალო გაყიდვები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი) - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;  

  • ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა; 

  • მიმდინარე მოდის ტენდეციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურეობის მაღალი სტანდარტების ცოდნა; 

  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით; 

  • ლიდერული უნარ-ჩვევები, გუნდის მართვა; 

  • ძლიერი კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის მაღალი დონე ცოდნა;

  • POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) ან Microsoft-ის მსგავს პაკეტში, საჭირო ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა;

  • მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი.  

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ​​„მოდის კონსულტანტი“.​ 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @