თბილისი
სრული განაკვეთი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს “მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის” პარტნიორი კომპანიისთვის.
პოზიცია: "მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი"
სამუშაო ფორმატი: დისტანიცური
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 5
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მომხმარებელთა მხარდაჭერა
მომხმარებელთა მოთხოვნების მიღება და დამუშავება სატელეფონო, ელექტრონული ფოსტის, ჩატის და სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით;
მომხმარებელთა შეკითხვებზე დროული, ზუსტი და პროფესიონალური პასუხების გაცემა;
მომხმარებელთა ტექნიკური და ოპერაციული საკითხების იდენტიფიცირება და ეფექტიანი გადაწყვეტა;
საჭიროების შემთხვევაში საკითხების შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება და პროცესის მონიტორინგი საბოლოო გადაწყვეტამდე;
მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.
ოპერაციული მხარდაჭერა
გადახდებთან, ტრანზაქციებთან და ელექტრონული საფულის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
მომხმარებელთა ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად;
ინციდენტებისა და მომხმარებელთა მიმართვების სისტემაში აღრიცხვა და დოკუმენტირება;
განმეორებადი პრობლემების იდენტიფიცირება და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
ეფექტიანი თანამშრომლობა კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან;
მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
კომპანიის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესებში აქტიური მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მომხმარებელთა მომსახურების ან მხარდაჭერის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
სწრაფად სწავლებისა და ახალი სისტემების ათვისების უნარი;
გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
პრობლემების ანალიზისა და ეფექტიანი გადაწყვეტის უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
გუნდური მუშაობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი”.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა