სატრანზიტო სისტემის დეკლარანტი

სატრანზიტო სისტემის დეკლარანტი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს გამოცდილ "დეკლარანტებს" პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვაში. სისტემა წარმოადგენს ევროკავშირის და საერთო ტრანზიტის პროცედურის (CTC) წევრი ქვეყნების მიერ გამოყენებულ თანამედროვე, ელექტრონულ ინსტრუმენტს სატრანზიტო საქონლის ეფექტური მართვისა და მიკვლევადობისთვის. აღნიშნული სისტემა ამარტივებს საბაჟო პროცედურებს, უზრუნველყოფს საქონლის უსაფრთხოებას და მინიმუმამდე დაჰყავს შეფერხებები რეალურ დროში საქონლის მიკვლევადობის მეშვეობით. სისტემა ხელს უწყობს მონაცემთა გაცვლას საბაჟო ორგანოებს შორის, ამარტივებს ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებს და არსებითი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ვაჭრობისთვის.

პოზიცია: "სატრანზიტო სისტემის დეკლარანტი"

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო საათები: ორშაბათი-კვირა 09:00–18:00; 10:00-18:00; 12:00-21:00 (2 დღე დასვენება)

ანაზღაურება: 2000 ლარი (Net)

სამუშაოს აღწერა:

  • „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ასატვირთი დოკუმენტაციის მიღება და დამუშავება;

  • არასრულყოფილი ინფორმაციის შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა;

  • განაცხადის რეგისტრაცია;

  • გარანტიის თანხის დაანგარიშება და გარანტიის წარდგენა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული გარანტიის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №4) შესაბამისად;

  • დოკუმენტაციის მიხედვით „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის (T1) შექმნა, კერძოდ: მონაცემების შევსება, რეგისტრაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) შესაბამისად;

  • ატვირთული და დასრულებული დოკუმენტაციის შენახვა როგორც ელექტრონული, ისე ფიზიკური სახით (შესაბამისი კომპანიების მიხედვით).

შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშგება

  • წარდგენილი დოკუმენტების დეკლარირების ვადებისა და თანხების შემოწმება;

  • დეკლარაციის შევსების სისწორის შემოწმება;

  • დეტალური ანგარიშების შედგენა გამოვლენილი დარღვევებისა და კონტექსტის შესახებ;

  • დოკუმენტაციის დაარქივება და შესაბამის სამსახურებთან წარდგენა;

  • საჭიროებისამებრ თანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან/სამსახურთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამართლის, ეკონომიკის, ან ადმინისტრირების სფეროში);

  • საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის/სატრანსპორტო საშუალებების კონტროლის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

  • სასურველია "ASYCUDA", "ORACLE" ან "eDocument”-ში მუშაობის გამოცდილება;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

  • უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა;

  • საბაჟო კანონმდებლობის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

  • გამართული მეტყველება;

  • სისხარტე, ოპერატიულობა;

  • დეტალებზე ორიენტირების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „სატრანზიტო სისტემის დეკლარანტი“.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @