სენიორ ქოფირაითერი

სენიორ ქოფირაითერი

თბილისი

სრული განაკვეთი

ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა. 

კომპანია ILARIA ეძებს “სენიორ ქოფირაითერს” პარტნიორი კომპანიისთვის 

სამუშაო ფორმატი: სრული, on-site 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

კრეატიული სტრატეგიისა და საკომუნიკაციო კონცეფციების განვითარება

  • მარკეტინგული და საკომუნიკაციო მიზნების საფუძველზე კრეატიული სტრატეგიებისა და კონცეფციების შემუშავება; 

  • ბრენდის პოზიციონირების, იდენტობისა და ტონალობის განვითარება და მათი თანმიმდევრული ასახვის უზრუნველყოფა ყველა საკომუნიკაციო არხში; 

  • კამპანიების მთავარი იდეის, საკომუნიკაციო გზავნილებისა და კრეატიული მიმართულების განსაზღვრა; 

  • კამპანიის სტრატეგიის კონკრეტულ საკომუნიკაციო აქტივობებად, ტექსტურ ფორმატებად და არხების მიხედვით განაწილებულ კონტენტად გარდაქმნა; 

  • ბრენდის ცნობადობის, აუდიტორიის ჩართულობისა და მარკეტინგული მიზნების მისაღწევად ახალი იდეებისა და კრეატიული მიდგომების ინიცირება. 

მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება 

  • 360°-იანი მარკეტინგული და საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში წამყვანი როლის შესრულება; 

  • კამპანიის კონცეფციის საფუძველზე საკომუნიკაციო გზავნილების, კონტენტის მიმართულებებისა და შესაბამისი არხების განსაზღვრა; 

  • კამპანიის ფარგლებში საჭირო ტექსტური მასალების დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი შექმნის პროცესის მართვა; 

  • კრეატიული იდეების სხვადასხვა ფორმატსა და საკომუნიკაციო არხზე ადაპტირება ისე, რომ შენარჩუნდეს კამპანიის ერთიანი იდეა და ბრენდის ტონალობა; 

  • კამპანიების ეფექტიანობის შეფასებაში მონაწილეობა და მიღებული შედეგების საფუძველზე საკომუნიკაციო მიდგომების გაუმჯობესების ინიციირება. 

კონტენტის შექმნა და ქოფირაითინგი

  • სოციალური მედიისთვის (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok), სარეკლამო კამპანიებისთვის, ვებგვერდისა და სხვა საკომუნიკაციო არხებისთვის კრეატიული და მიზანზე ორიენტირებული ტექსტების შექმნა; 

  • სხვადასხვა ფორმატის ტექსტებზე მუშაობა, მათ შორის SMS, Push-ნოტიფიკაციები, Email-კამპანიები, სარეკლამო გზავნილები, სტატიები, Landing Pages და სხვა მარკეტინგული მასალები; 

  • Short-form და Long-form კონტენტის შექმნა აუდიტორიის საჭიროებების, საკომუნიკაციო მიზნებისა და კონკრეტული არხის სპეციფიკის გათვალისწინებით; 

  • რთული ან მოცულობითი ინფორმაციის მარტივ, გასაგებ და დამაჯერებელ საკომუნიკაციო გზავნილებად გარდაქმნა; 

  • SEO ქოფირაითინგისა და UX Writing-ის პრინციპების გამოყენება შესაბამისი კონტენტის შექმნისას; 

  • ტექსტების რედაქტირება, ხარისხის კონტროლი და მათი ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. 

პროექტების მართვა და გუნდური თანამშრომლობა 

  • კრეატიული და ქოფირაითინგის პროექტების დამოუკიდებლად მართვა - საწყისი ბრიფის გააზრებიდან კონცეფციის შემუშავებამდე, ტექსტების შექმნასა და საბოლოო შედეგის ჩაბარებამდე; 

  • დიზაინის, მარკეტინგის, პროდუქტისა და სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა ერთიანი და თანმიმდევრული საკომუნიკაციო გამოცდილების შესაქმნელად; 

  • კრეატიული მიმართულების, კონცეფციებისა და ტექსტური გადაწყვეტილებების არგუმენტირებულად წარდგენა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღება; 

  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა ავტორების ტექსტების რედაქტირება, უკუკავშირის მიწოდება და კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებაში მონაწილეობა; 

  • რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და დადგენილი ვადების დაცვა. 

აუდიტორიის, ბაზრისა და ტრენდების ანალიზი

  • სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების, ინტერესების, ქცევისა და მოტივაციის შესწავლა და მიღებული მიგნებების კრეატიულ სტრატეგიაში გამოყენება; 

  • ბაზრის, კონკურენტების, მარკეტინგული ტენდენციების, პოპკულტურისა და ციფრული კომუნიკაციის სიახლეების მუდმივი მონიტორინგი; 

  • აუდიტორიის ყურადღების მიპყრობისა და სასურველი ქცევის წახალისებისთვის შესაბამისი ემოციური და რაციონალური არგუმენტების შერჩევა; 

  • ახალი საკომუნიკაციო შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მათი კამპანიებსა და კონტენტში გამოყენების ინიციირება; 

  • არსებული საკომუნიკაციო მიდგომების შეფასება და მათი გაუმჯობესებისთვის ახალი იდეებისა და რეკომენდაციების შეთავაზება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები

  • ქოფირაითინგის მიმართულებით მინიმუმ 4-5 წლიანი პროფესიული გამოცდილება, სასურველია მარკეტინგული და კრეატიული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილებით; 

  • ძლიერი პორტფოლიო, რომელიც წარმოაჩენს როგორც კრეატიული და სტრატეგიული აზროვნების უნარს, ისე წარმატებულ კამპანიებსა და სხვადასხვა ფორმატში შექმნილ ტექსტებს; 

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა - გრამატიკის, სტილისტიკისა და პუნქტუაციის მაღალ დონეზე ფლობა; 

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; 

  • ბრენდის პოზიციონირების, საკომუნიკაციო სტრატეგიისა და კრეატიული კონცეფციების შემუშავების გამოცდილება; 

  • მარკეტინგული კამპანიის იდეიდან მის განხორციელებამდე პროცესის დაგეგმვისა და მართვის უნარი; 

  • სამიზნე აუდიტორიის ფსიქოლოგიისა და მომხმარებლის ქცევის კარგი ცოდნა; 

  • სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისა და ფორმატისთვის ტექსტების შექმნისა და ადაპტირების გამოცდილება; 

  • კრეატიული და სტრატეგიული აზროვნება, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და ინიციატივების შეთავაზების უნარი; 

  • ძლიერი სარედაქციო უნარები და ტექსტების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა; 

  • გუნდური მუშაობის, იდეების არგუმენტირებულად წარდგენისა და უკუკავშირის ეფექტურად გამოყენების უნარი; 

  • სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის, რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი. 

უპირატესობად ჩაითვლება:

  • SEO ქოფირაითინგისა და UX Writing-ის ცოდნა; 

  • ციფრული მარკეტინგის შედეგების ანალიზისა და მონაცემებზე დაფუძნებული საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება; 

  • სხვადასხვა ინდუსტრიაში ან რამდენიმე ბრენდზე მუშაობის გამოცდილება; 

  • სხვა ქოფირაითერების მენტორინგისა და ტექსტების სარედაქციო პროცესის მართვის გამოცდილება. 


დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. აუცილებელია მიუთითოდ ვაკანსიის დასახელება - “სენიორ ქოფირაითერი”. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @