ქოფირაითერი

ქოფირაითერი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა. 

კომპანია "ILARIA" ეძებს “ქოფირაითერს” პარტნიორი კომპანიისთვის.

პოზიცია: "ქოფირაითერი"

სამუშაო ფორმატი: სრული, on-site

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

კრეატიული და საკომუნიკაციო კონცეფციების განვითარება 

  • კომპანიისთვის კრეატიული, ტექსტური და საკომუნიკაციო კონცეფციების შემუშავება; 

  • ბრენდის ტონალობის განვითარება, დამკვიდრება და მისი სტანდარტების დაცვა ყველა საკომუნიკაციო არხში; 

  • კრეატიული კამპანიების შემუშავება და 360°-იანი კომუნიკაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; 

  • საკუთარი იდეების ინიცირება და კრეატიული გადაწყვეტილებების შეთავაზება. 

კონტენტის შექმნა და ქოფირაითინგი:

  • სოციალური მედიისთვის (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok), სარეკლამო კამპანიებისთვის, ვებგვერდისა და სხვა საკომუნიკაციო არხებისთვის ტექსტების მომზადება; 

  • მარკეტინგული მასალების შექმნა, მათ შორის SMS, Email-კამპანიებისა და Push-ნოტიფიკაციების მომზადება; 

  • როგორც Short-form (SMS, Push, Social Hooks), ისე Long-form (სტატიები, Email, Landing Pages) ტექსტებზე მუშაობა; 

  • SEO ქოფირაითინგისა და UX Writing-ის მიმართულებით ტექსტების მომზადებაში მონაწილეობა; 

  • ტექსტების ხარისხის კონტროლი და მათი ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. 

პროექტების მართვა და გუნდური თანამშრომლობა:

  • ქოფირაითინგის პროექტების დამოუკიდებლად მართვა - ბრიფის მიღებიდან საბოლოო ტექსტის ჩაბარებამდე; 

  • დიზაინის, მარკეტინგის, პროდუქტისა და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა ტექსტისა და ვიზუალური კომუნიკაციის სრულყოფილი სინერგიისთვის; 

  • საჭიროების შემთხვევაში, პრეზენტაციების მომზადება და ქოფირაითინგის სტრატეგიისა და კრეატიული კონცეფციების არგუმენტირებულად წარდგენა; 

  • რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობა და დადგენილი ვადების დაცვა. 

ტრენდებისა და აუდიტორიის კვლევა:

  • მიმდინარე მარკეტინგული ტენდენციების, პოპ-კულტურის, მემ-კულტურისა და ინდუსტრიის სიახლეების მუდმივი მონიტორინგი; 

  • სამიზნე აუდიტორიის ინტერესების, ქცევისა და ფსიქოლოგიის გათვალისწინებით შესაბამისი საკომუნიკაციო მიდგომების შემუშავება; 

  • ტექსტებში ემოციური და რაციონალური ტრიგერების ეფექტურად გამოყენება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  •  ძლიერი პორტფოლიო, რომელიც აჩვენებს როგორც კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას, ისე სხვადასხვა არხსა და ფორმატში მუშაობის გამოცდილებას; 

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა - გრამატიკის, სტილისტიკისა და პუნქტუაციის მაღალ დონეზე ფლობა; 

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; 

  • Short-form (SMS, Push, Social Hooks) და Long-form (სტატიები, Email, Landing Pages) ტექსტებზე მუშაობის გამოცდილება; 

  • აუდიტორიის ფსიქოლოგიისა და მომხმარებლის ქცევის კარგი ცოდნა; 

  • ემოციური და რაციონალური ტრიგერების მართვისა და ეფექტურ ტექსტში გარდაქმნის უნარი;

  • კრეატიული და სტრატეგიული აზროვნება - მიღებული დავალების შესრულებასთან ერთად საკუთარი იდეებისა და ინიციატივების შეთავაზების უნარი;

  • სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი; 

  • რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვისა და ვადების მკაცრად დაცვის უნარი; 

  • SEO ქოფირაითინგისა და UX Writing-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ქოფირაითერი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @