თბილისი
სრული განაკვეთი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს “შესყიდვების მენეჯერს” პარტნიორი კომპანიისთვის.
პოზიცია: "შესყიდვების მენეჯერი"
სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 09:30 – 18:00
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
შესყიდვის მოთხოვნების სისტემური მიღება და დამუშავება;
კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირებული თანამშრომლობა შესყიდვის საჭიროებების განსაზღვრის მიზნით;
წლიური და კვარტალური შესყიდვების გეგმის შემუშავებასა და შეთანხმებაში მონაწილეობა, ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით;
ტექნიკური დავალების შესაბამისად, კომერციული შემოთავაზებების მოძიება, მიღება და ანალიზი;
ტენდერის პროცესის ორგანიზება შიდა პროცედურების დაცვით და გამარჯვებული მომწოდებლის გამოვლენა;
გამარჯვებული კომერციული შემოთავაზების მენეჯმენტთან ელექტრონული შეთანხმების უზრუნველყოფა;
მომწოდებელთან შეკვეთის განთავსება და შესყიდვის პროცესის ყველა ეტაპზე კომუნიკაციის მართვა;
საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების პროცესის ინიცირება იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით;
საკონტრაქტო პირობების სიზუსტისა და წინასწარ შეთანხმებულ პირობებთან შესაბამისობის შემოწმება;
ხელშეკრულების ელექტრონული ვერსიის მიწოდება მომწოდებლისთვის, დადასტურებისა და ხელმოწერის მიღების მიზნით;
ლოჯისტიკის დეპარტამენტთან თანამშრომლობა ტვირთის დროული და შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად;
მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
შესყიდვების გეგმის შესაბამისობის კონტროლი მარაგების მიმდინარე მდგომარეობასთან მიმართებაში;
მომწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში რეაგირება და შესაბამისი შიდა სტრუქტურების ინფორმირება.
შესყიდვების სრული ციკლის (end-to-end) მართვა - მოთხოვნიდან მიწოდებამდე;
არსებული მომწოდებლების პირობების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
ახალი მომწოდებლების მოძიება და შეფასება;
მომწოდებლების ბაზის მუდმივი განახლება და მართვა.
ბაზრის კვლევა და ფასთა ანალიზი;
ფინანსური და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების ინიციირება;
მონაცემების ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშგება.
მომწოდებლებთან კომუნიკაცია დეფექტურ პროდუქტებთან ან დოკუმენტაციის ხარვეზებთან დაკავშირებით;
შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სიზუსტისა და სრულყოფის უზრუნველყოფა;
შიდა პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოჯისტიკის ან მონათესავე მიმართულებით;
მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესყიდვების სფეროში;
აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
წარმოების ან ინდუსტრიულ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
საერთაშორისო ვაჭრობისა და შესყიდვების პირობების ცოდნა.
პროფესიული და პიროვნული უნარები:
მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები;
ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ERP სისტემებისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; 1C-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
დროისა და დავალებების ეფექტურად მართვის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა და სტრუქტურული აზროვნება;
პროაქტიული მიდგომა და პრობლემების ეფექტური გადაჭრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ბმულზე: ILARIA. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შეავსეთ ფორმა