ციფრული განვითარებისა და ზრდის მენეჯერი

ციფრული განვითარებისა და ზრდის მენეჯერი

თბილისი

სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა. 

კომპანია "ILARIA" ეძებს “ციფრული განვითარებისა და ზრდის მენეჯერი” პარტნიორი კომპანიისთვის.

MAVA - მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს, მათ შორის Emporio Armani, Zadig & Voltaire, Armani Exchange და New Trend - ეძებს ძლიერ ციფრული მარკეტინგის მენეჯერს. 

პოზიციის მთავარი მიზანია MAVA-ს ციფრული ზრდის მართვა და განვითარება ონლაინ გაყიდვების, სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM), მომხმარებლის შენარჩუნებისა და ციფრული ანალიტიკის მიმართულებებით. ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია როგორც სტრატეგიის შექმნა, ისე მისი პრაქტიკაში განხორციელება.  

პოზიცია: "ციფრული განვითარებისა და ზრდის მენეჯერი"

სამუშაო ფორმატი: სრული, on-site 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 

ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები 

  • ციფრული ზრდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება; 

  • ონლაინ გაყიდვების მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა და მართვა; 

  • ონლაინ პლატფორმაზე გაყიდვაში კონვერტაციის მაჩვენებლის, მომხმარებლის გზის (User Journey) და ონლაინ შემოსავლის გაუმჯობესება; 

  • სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის სტრატეგიის მართვა და advertiser-ის მუშაობის კონტროლი; 

  • Meta Ads, Google Ads და TikTok Ads-ის კამპანიების შედეგების ანალიზი; 

  • CRM-ის სტრატეგიული და ყოველდღიური მართვა; 

  • მომხმარებელთა სეგმენტაციის შექმნა და მართვა; 

  • Email/SMS კამპანიებისა და მარკეტინგული ავტომატიზაციის შექმნა და მართვა; 

  • VIP, მომხმარებლის შენარჩუნებისა და განმეორებითი შესყიდვისა პროგრამების განვითარება; 

  • SEO სააგენტოსა და სხვა გარე პარტნიორების მონიტორინგი და მართვა; 

  • Google Analytics / GA4-ისა და ციფრული ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგი; 

  • ROAS, CAC, AOV, LTV, გაყიდვაში კონვერტაციისა და შემოსავლის ანალიზი; 

  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და ციფრული ზრდის მუდმივი ოპტიმიზაცია. 

  • ბრენდ მენეჯერთან თანამშრომლობა და საერთო კამპანიების მართვა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები: 

  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით; 

  • ონლაინ გაყიდვების პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება; 

  • სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის მართვის ცოდნა და კამპანიების შედეგების შეფასებისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება; 

  • CRM-ისა და მომხმარებლის შენარჩუნების მარკეტინგის პრაქტიკული გამოცდილება - მომხმარებელთა სეგმენტაციის შექმნა, Email/SMS კამპანიების დამოუკიდებლად აწყობა და გაშვება, მარკეტინგული ავტომატიზაციისა და მომხმარებლის გზის (Customer Journey) შექმნა და მათი შედეგების ანალიზი; 

  • Google Analytics / GA4-ის კარგი ცოდნა და ძირითადი ციფრული მაჩვენებლების - ROAS, CAC, AOV, LTV, გაყიდვაში კონვერტაცია და შემოსავალი - ანალიზის უნარი; 

  • სააგენტოებისა და გარე სპეციალისტების მართვის გამოცდილება - დავალებების სწორად ფორმულირება, შესრულების კონტროლი და შედეგების შეფასება; 

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. 

  • მოდის, პრემიუმ/ლუქს საცალო ვაჭრობის, პრემიუმ საბანკო სფეროს, სილამაზის, ონლაინ ვაჭრობის ან სხვა პრემიუმ სეგმენტში მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვან უპირატესობად ჩაითვლება. 

 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ციფრული განვითარებისა და ზრდის მენეჯერი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. 


​​გისურვებთ წარმატებას!​ 

Choose File

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

გაამარტივეთ HR პროცესები და მართეთ თქვენი გუნდი უფრო ეფექტურად

შეავსეთ ფორმა

WhatsApp

© 2026 - Ilaria - All rights reserved.
© 2026 - Ilaria - All rights reserved.

Crafted @

Crafted @